საბერძნეთის პარლამენტმა გეი ქორწინებას მხარი დაუჭირა. ამასთან, გეი წყვილებს შვილის აყვანის უფლება მიეცემათ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ახალი კანონი “გაბედულად გააუქმებს სერიოზულ უთანასწორობას”.
“ადამიანები, რომლებიც უხილავები იყვნენ, ჩვენს ირგვლივ ხილულები გახდებიან, და მათთან ერთად უამრავი ბავშვი საბოლოოდ იპოვის თავის ღირსეულ ადგილს”, – განაცხადა მიცოტაკისმა პარლამენტში დებატების დროს.
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია გეი ქორწინების წინააღმდეგია. სასულიერო პირების ნაწილმა და მრევლმა ხუთშაბათს ათენის სინტაგმას მოედანზე საპროტესტო აქციები გამართეს, თუმცა პარლამენტმა კანონი მაინც მიიღო.
ცნობისათვის, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან გეი ქორწინება 15-შია ლეგალური. ჯამში გეი ქორწინება მსოფლიოს 35 ქვეყანაშია დაშვებული.