რამოდენიმე დღის წინ, კორბეი-ესონის სპორტულ კლუბში სასიხარულო მესიჯი მოვიდა საფრანგეთის ეროვნული ფედერაციიდან. 74 წლის ქართველ ემიგრანტს ვარდენ მეკალმიშვილს დაუფასდა შრომა და ის ილ დე ფრანსის პირველობაზე გამოიძახეს.
Ვარდენი მოყვარული სპორტსმენია, 2 წელი არაა რაც კლუბში მივიდა სათამაშოდ და უკვე საფრანგეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრი გახდა, აქვს შესაბამისი ლიცენზია და სერთიფიკატი, მინიჭებული აქვს სპორტული რეიტინგი, რომელიც სულ მაღლა და მაღლა მიიწევს. საფრანგეთის პირველობაზე მიმდინარე სპორტულ წელს ჩატარებული 12 შეხვედრიდან მან 10-ში გაიმარჯვა. ეს შედეგები მან აჩვენა საფრანგეთის რეგიონალურ ტურნირზე, სადაც სპორტული კლუბების ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.
რაც შეეხება პირად ტურნირებს, სპორტსმენმა ესონის დეპარტამენტის ვეტერანთა ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილი და თასი დაიმსახურა.
მკითხველს რომ ვეტერანთა ტურნირზე სწორი წარმოდგენა შეექმნას, უნდა ითქვას, რომ უკვე 40 წლის ასაკიდან სპორტსმენი ვეტერანად ითვლება.
დეპარტამენტის პირად პირველობაზე 100-ზე მეტი ვეტერანი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩვენი ქართველი ემიგრანტი 70-74 წლიანი მოთამაშეების კატეგორიაში გამოდიოდა, სადაც მისი თითქმის ყველა მოწინააღმდეგე ყოფილი სპორტსმენი და მასზე გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის მოთამაშე იყო...
როგორც არ უნდა დამთავრდეს ქართველი ემიგრანტისთვის მომდევნო ტურნირი, რასაკვირველია ის მაინც გამარჯვებულია.თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ვარდენის მიზანი გაცილებით უფრო დიდია, გამოსვლა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე.
Ჩემპიონატი გაიმართება კვირას, 18 თებერვალს, ქალაქ
შილი- მაზარინში, დილის 10 საათიდან.მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ.