12-14 თებერვალს საქართველომ პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში (ვინექსპო) მიიღო მონაწილეობა.
ქართული ღვინის სტენდები საფრანგეთში საქართველოს ელჩმა და იუნესკოში მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა მოინახულა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ლევან მეხუზლას.
ელჩმა შეხვედრა გამართა ღვინისა და ვაზის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორთან ჯონ ბარკერთან, რომელიც შეხვედრის შემდეგ პირადად ესტუმრა ქართულ სტენდს.
ღონისძიებაში ქართული კომპანიების მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.
აღნიშნული საერთაშორისო გამოფენა პარიზში ყოველწლიურად იმართება.