GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ილია თოფურიას პრესკონფერენცია საჩემპიონო ბრძოლის წინ - ალექსანდრ ვოლკანოვსკი დიდებული ჩემპიონი იყო
7
საქართველო / სპორტი
18 თებერვალი ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ისტორიაში პირველად, MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში ქართველი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება.

ბრძოლის წინ 27 წლის ქართველმა მებრძოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც მან ავსტრალიელის მიღწევა წარსულ დროში მოიხსენია და აღნიშნა, რომ ის დიდებული ჩემპიონი იყო.

„ამ ბრძოლისთვის ისე ვემზადებოდი, როგორც ყოველთვის ხდება. მძიმე დაპირისპირებისთვის მზად ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და 17 თებერვალს (თბილისის დროით 18 თებერვალს) გავიმარჯვებ.

თითოეულ ასპექტში მასზე უკეთესი მებრძოლი ვარ. ის UFC-ის ქვემსუბუქი წონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ყველას სამუდამოდ ემახსოვრება, ის დიდებული ჩემპიონი იყო.

ამ დაპირისპირებაში პირველივე რაუნდში ნოკაუტით გავიმარჯვებ. ახლა იმაზე არ ვფიქრობ, რომ აქამდე წაუგებლად მოვედი, ეს ჩემზე არ მოქმედებს. ჩემი გზით მივდივარ, საკუთარი თავის ნდობას არასდროს დავკარგავ. ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, იმით, რაც მაქვს და ამ ბრძოლის შემდეგაც ეს ასე იქნება.

გამარჯვების შემდეგ UFC-ის ისტორიაში ქვემსუბუქი წონის ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონის სახელით შევალ. ისე დამიმახსოვრებენ, როგორც ეს ჟოზე ალდოს, კონორ მაკგრეგორისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შემთხვევაშია.

რამდენიმე წლის წინ აქ, ანაჰეიმში უნდა მებრძოლა, თუმცა მაშინ წონის კლებასთან დაკავშირებით პრობლემა მქონდა და ოქტაგონზე ვერ გავედი. მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე, ახლა წონის კლება იდეალურად მიმდინარეობს. აქ დაბრუნება ბევრს ნიშნავს, რადგან ცუდი გამოცდილება მქონდა, ახლა კი შემიძლია ჩემპიონი გავხდე“,
– განაცხადა ილია თოფურიამ.

ილია თოფურია MMA-ის კარიერაში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, მან 14 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა 26-ჯერ გაიმარჯვა და სამჯერ დამარცხდა, თუმცა UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ჯერ მარცხი არ აქვს და ქამრის დაცვა ხუთჯერ მოახერხა.

18 თებერვალს სუპერმსუბუქ წონაში ასევე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილი, მისი მეტოქე UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედალოსანი ჰენრი სეხუდოა. მერაბი ბრძოლას ზედიზედ ცხრა გამარჯვებით ხვდება და თუ კვლავ მოიგებს, დიდი ალბათობით, მისი შემდეგი დაპირისპირება საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »