ჩვენი ინტერესი რომ 2024 წელის არჩევნებს რაც შეიძლება, მეტი ობიექტური დამკვირვებელი დააკვირდეს, მიზეზი არის მარტივი, „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებს იგებს, ამას აჩვენებს ყველა კვლევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ინტერესია, რომ არჩევნების შემდეგ, არანაირი სპეკულაცია აღარ იყოს.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ ჯამში დახარჯა უფრო მეტი ფული, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“. უფრო მეტი შემოწირულობა მიიღეს და 2020 წელს უფრო მეტი ფული დახარჯა ოპოზიციამ და არა „ქართულმა ოცნებამ“. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ არანაირი შეზღუდვა არ არის შემოწირულობის მიღების, პირიქით, ისინი უფრო მეტ ფულს ხარჯავენ და ნაკლებ ხმებს იღებენ. რაც შეეხება დამკვირვებლებთან დაკავშირებულ საკითხს, უპირველე ყოვლისა ეს არის ჩვენი ინტერესი, რომ 2024 წელის არჩევნებს რაც შეიძლება, მეტი ობიექტური დამკვირვებელი დააკვირდეს, მიზეზი არის მარტივი, „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებს იგებს, ამას აჩვენებს ყველა კვლევა. ჩვენი ინტერესია, რომ არანაირი სპეკულაცია არჩევნების შემდეგ აღარ იყოს და ჩავკეტოთ ყველანაირი შესაძლებლობა ამისთვის. ჩვენ უკვე ბევრი რამე გავაკეთეთ. თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც პარალელური დათვლის გაყალბების ფაქტი გვქონდა 2020 წელს, 2021 წელს პარტიულად პარალელური დათვლა ჩავატრეთ, რათა პრევენცია ყოფილიყო, მაშინ გახსოვთ, რომ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა „ისფედს“ გარდა იმისა, რომ შედეგები სწორი ყოფილიყო. სწორედ ამისთვის შემოვიღეთ ელექტრონული მთვლებები. კანონმდებლობაში ჩავდეთ ყველანაირი გარანტია, რათა ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა ე.წ. დამკვირვებლებმა ვერ შეძლოს არჩევნების შედეგების გაყალბება. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება, მეტი ობიექტური დამკვირვებელი იყოს ამ არჩევნებზე, რადგან ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ რაიმე ეჭვი გააჩინონ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.