GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამას სამი ახალი კლინიკა დაემატა
17
საქართველო / ჯანმრთელობა / საზოგადოება
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა და სამი ახალი კლინიკა დაემატა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე ექვს კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში.

„15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. 2023 წელს სახელმწიფომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო – ყველა ბენეფიციარს მკურნალობა როგორც საქართველოში, ისე ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება. ახლახან პროგრამა გაფართოვდა, სამი ახალი კლინიკა დაემატა. ბენეფიციარებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ უკვე აწვდიან. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე ექვს კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. დღემდე პროგრამაში 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი – ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.

18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში, ერთ სივრცეში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »