GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი და ლიბანი ადასტურებენ, რომ ომი არ არის გამოსავალი და ჩვენ არასდროს ვცდილობდით მის გაფართოებას
4
მსოფლიო / პოლიტიკა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ირანმა და შეერთებულმა შტატებმა გასული ოთხი თვის განმავლობაში „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე ომსა და „ჰეზბოლას“ შესახებ ისაუბრეს.

როგორც ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აცხადებს, შეერთებულმა შტატებმა თეირანს სთხოვა, რომ მოუწოდოს „ჰეზბოლას“, სრულად არ ჩაერთოს ისრაელის წინააღმდეგ ომში. ამირაბდოლაჰიანმა ასევე გააფრთხილა ისრაელი, არ გადადგას რაიმე ნაბიჯი ლიბანის წინააღმდეგ, რაც უფრო ფართო ომს გამოიწვევს და განაცხადა, რომ თუ ეს მოხდება, ეს იქნება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ბოლო დღე.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც სიონისტური რეჟიმი გადადგამს ლიბანზე ფართო თავდასხმისკენ, იქნება ნეთანიაჰუს ბოლო დღე და დაასრულებს სტატუსკვოს რეგიონში. ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე განვითარებულ მოვლენებს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა პოლიტიკური გადაწყვეტისა. ორი ქვეყანა, ირანი და ლიბანი ადასტურებენ, რომ ომი არ არის გამოსავალი და ჩვენ არასდროს ვცდილობდით მის გაფართოებას“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »