#კიბოგანაჩენიარარის
ჩემი ისტორია ასე დაიწყო, 2008 წელს როდესაც დედა გარდაიცვალა სიმსივნით, სიმსივნეს პირველად სწორედ მაშინ შევეჯახე და ასოცირდებოდა მხოლოდ სიკვდილთან სამწუხაროდ, შიშმა შემიპყრო ამიტომ წელიწადში ერთხელ ვიტარებდი კვლევებს და ვიყავი მშვიდად, ერთ დღესაც არ აღმოჩნდა მშვიდობიანი დღე, რადგან ისევ გადაიკვეთა ჩემი გზა სიმსივნესთან, ახლა უკვე პირადად ჩემთან, ეს იყო 2019 წლის იანვარი, როდესაც ეს სიტყვები მითხრა ექიმმა რომ "იცი, მე ვხედავ ძალიან ცუდ რამეს, რომ შენ გაქვს ავთვისებიანი სიმსივნე" ამ დროს ყველაფერი გაშავდა და მხოლოდ ეს ფიქრი მიტრიალებდა თავში, მორჩა!!! 6 თვეში აღარ ვიქნები____
(ისე რატომ გადავწყვიტე 6 თვე არ ვიცი ) ალბათ იმიტომ რომ დედა როდესაც მივიყვანეთ ექიმთან მას მისცეს მხოლოდ 3 თვე სიცოცხლის და მან იცოცხლა 10 თვე....
დეტალებს აღარ მოგახვევთ თავს და გეტყვით რომ მხოლოდ იმ ერთ დღეს ვიგლოვეთ მეც და ჩემმმა ოჯახის წევრებმაც ჩემი თავი, ეს იყო კოშმარი.... გავიკეთე ბიოფსია და ექიმმა მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება, როგორც მოვიდა ისევ ისე წავა უკანო
წამოვედი საფრანგეთში და აქ ხომ საერთოდ მეორედ დავიბადე, ჯერ როგორი შეხვედრა იციან, არიან ძალინ თბილები და ტკბილები, სულ გეფერებიან გიღიმიან და სულ რომ 3 თვის სიცოცხლე მქონოდა მაინც დიდი ხანი ვიცოცხლებდი..
გამიკეთეს ოპერაცია და მომაშორეს ეს ცუდი რაღაც )) მერე იყო უკვე ქიმიოთერაპიის რთული გზა, არ იყო ნამდვილად ადვილი თუმცა ჩვენ მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ რომ საბოლოო გავიმაჯვებთ და ამისთვის კი ყველფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ბევრი გამიგია რომ სტრესშია და რის გამო? თმა რომ დაცვივდა, წარბი და წამწამი რომ დაცვივდა.... კარგით რაა, ერთი მე შემომხედეთ ამ დროს, ეს ხომ დროებითია???? ესეც გაივლის, იმ ადამიანმა რა თქვას ვისაც ალოპეცია აქვს??? ხალხო მთავარია ჯანმრთელობა და ეგ თმა რომ არ ამოვიდეს არაუშავს, მაგრამ ის ამოვა ))) ქიმიოთერაპიის შემდეგ იყო სხივურითერაპია+ნემსი ჰერცეპტინი ფეხის კუნთში... დიახ დიახხ არ არის ადვილი მაგრამ უნდა გავუძლოთ, რადგან მასზე უნდა გავიმარჯვოთ 💪💪🙏 დღეს უკვე 2023 წლის 28 ნოემბერია და ისევ კლინიკაში ვარ, რატომ? იმიტომ რომ საბოლოოდ კარგად ვიყო.. ჯანმრთელი ვარ და ბედნიერი, მე ვიქნები შენი სტიმული.
ჩემი კი არავინ იყო სამწუხაროდ… დაიმახსოვრეთ კიბო განაჩენი არ არის!
უფალი გფარავდეთ, თქვენი ანუკი