GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ღვინის ეროვნული სააგენტო - მსოფლიოს 66 ქვეყანაში 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება
5
საქართველო / საზოგადოება
ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ბოლო წლების ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა. მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპორტირებულია 89,5 მილიონი ლიტრი ღვინო.

„ექსპორტის რაოდენობრივმა კლებამ, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12% შეადგინა.

რაოდენობრივი შემცირების ფონზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება განპირობებულია ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით, რაც წარმოადგენს უმთავრეს განმსაზღვრელ მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა. თუ 2022 წელს ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 აშშ დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 აშშ დოლარი გახდა.

ექსპორტიდან შემოსავლების ზრდა აღსანიშნავია სტრატეგიულ ბაზრებზე: კორეის რესპუბლიკა – 60%, გერმანია – 43%, აშშ – 6%, პოლონეთი – 3%, იაპონია- 1%; მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებელში: მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 196,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31,5 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელები – შემოსავლები 42%-ით, ხოლო ექსპორტის რაოდენობა 55%-ით არის გაზრდილი.

ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის, OIV-ის მონაცემებით, ღვინის გლობალური მოხმარება კლებულობს. ბოლო წლების განმავლობაში (2017-2022) ღვინის მოხმარება შემცირებულია, საშუალოდ, 6% პროცენტით. პრემიუმ ღვინის სეგმენტი (ფასი 10 აშშ დოლარი ან მეტი ბოთლზე) გაიზარდა, ხოლო დაბალფასიანი ღვინის (ფასი 10 აშშ დოლარზე ნაკლები ბოთლზე) მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.

ღვინის ექსპორტზე გავლენა ასევე იქონია მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენამ: უკრაინაში მიმდინარე ომმა და მასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა სახის კრიზისმა,მათ შორის, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებმა.

აღსანიშნავია, რომ პოზიტიურად დაიწყო 2024 წელი: იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,5 მლნ ლიტრი ღვინო, სადაც ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22% შეადგინა. ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 18,217 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდა ამ შემთხვევაში 15%-ია. ამასთან ერთად, ექსპორტირებულია 2,445 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები (ზრდა 24%), ღირებულებით 13 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 2%)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »