GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
სპორტული კვირა ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
14
სპორტი / ემიგრანტები
დღეს მეტად საინტერესო სპორტსმენსა და გამორჩეულ ადამიანზე მინდა მოგიყვეთ.

უკვე მიხვდით ალბათ თუ ვიზეა საუბარი. დიახ, ეს კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუა ( 7-ნი მის მაისურზე გამოსახული და მისი განუყრელი ნომერია), რომელსაც ჩვენ კრიშტიანუ რონალდუდ ვიცნობთ. დიახ, ასეთია მისი სრული სახელი და გვარი. ასე რომ, რონალდუ მისი გვარი არაა, ეს მხოლოდ მისი მეორე სახელია, რომელიც მას პოლიტიკის მოყვარულმა მამამ რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ დაარქვა(ჩვენი გმირი 1985 წელს დაიბადა)...
ბიჭი არც თუ ისე დიდ საფეხბურთო ქვეყანაში, პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე, ამავე სახელწოდების ქალაქში მოევლინა ქვეყნიერებას. ექვს სულიანი, ღარიბი ოჯახი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. კრიშტიანუს დედა მზარეული იყო, მამა კი მებაღე, რომელიც მუდმივად ალკოჰოლს ეტანებოდა და ამის გამო ახალგაზრდულ ასაკში, 52 წლისა გარდაიცვალა. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენს გმირს ცხოვრებაში გემოთიც კი არ გაუსინჯავს სასმელი...
კრიშტიანუ სრულიად შემთხვევით გახდა ფეხბურთელი. ის 14 წლის იყო, როცა ბიჭმა, რომელიც ცხოვრებაში ძალიან მშვიდია და მისთვის აგრესია საერთოდ უცხოა, გაკვეთილზე სკამი ესროლა მასწავლებელს. ბიჭი სკოლიდან გარიცხეს, თანაც რომელიმე სასწავლებელში აღდგენის უფლების გარეშე. ამიტომაც ურჩიეს მშობლებმა ბიჭს სპორტით, კერძოდ კი ფეხბურთით დაკავებულიყო...
ჩვენს სახელოვან გმირს, რომელიც გახეული ფეხსაცმელებით დადიოდა, ბუცების ყიდვის საშუალება რასაკვირველია არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, კრიშტიანუს დედა სამუშაოს შემდეგ სადარბაზოებს ასუფთავებდა...
მას უამრავი, ათასობით საფეხბურთო რეკორდი ეკუთვნის. კრიშტიანუს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ოფიციალურ შეხვედრებში. მას აქვს უძლიერესი დარტყმა. კრიშტიანუს დარტყმული ბურთი 130 კმ.სთ. სიჩქარით მიფრინავს. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ტრიბუნებისკენ გაფრინდა და 11 წლის მაყურებელმა ბურთს ხელები დაუხვედრა, რომ ის დაეჭირა. სამწუხაროდ, ბავშვს ორივე ხელი მაჯაში გადაუტყდა...
ვინც მის თამაშებს ადევნენთ თვალს, შეამჩნევდით, რომ მას ტატუ არა აქვს( გატანილ გოლს რონალდუ წელს ზემოთ გაშიშვლებული აღნიშნავს ხოლმე). ეს კი, მის ზედმიწევნით კაცთმოყვარე ბუნებასთანაა კავშირში. ის დამსახურებული დონორია და სისტემატურად აბარებს სისხლს. დონორობა და ტატუ კი, ორი შეუთავსებელი რამაა. ამასთან, უკვე 22 წელია რაც კრიშტიანუ ქველმოქმედებითაა დაკავებული და ყოველწლიურად ათობით მილიონ დოლარს ხარჯავს
თავისი ფონდების მეშვეობით...
ახლა, არ იკითხავთ, თუ რა ღირს დღეს 39 წლის ფეხბურთელიი? დიახ, დიახ, არ მოგჩვენებიათ, ფეხბურთელი სწორედ ამდენი, 1000000000 დოლარი ღირს. გადაიხადეთ ბატონებო აღნიშნული თანხა და კრიშტიანუ სიამოვნებით გახდება თქვენი გუნდის წევრი...
მას სამუდამო კონტრაქტი აქვს გაფორმებული ნაიკის ფირმასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაიკი მის სახელს მისი გარდაცვალების შემდეგაც გამოიყენებს...
და ბოლოს, კრიშტიანუს სახელი ჰქვია ახალ გალაქტიკას, რომელიც პორტუგალიელმა ასტროლოგებმა აღმოაჩინეს...
დღეს ჩვენი გმირი 39 წლის გახდა, წარმატებები ვუსურვოთ მას!
დღეს სულ ეს იყო. დამელოდეთ, მე კვლავ მოვალ თქვენთან...

ვარდენ მეკალმიშვილი.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »