GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის გამო, სერბეთის ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გადაიდო
2
მსოფლიო / პოლიტიკა
სერბეთის პარლამენტი პირველი სესიისთვის შეიკრიბა, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე პარლამენტის სხდომა გადაიდო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი თქვეს ფიცის დადებაზე, მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით „თქვენ მოიპარეთ არჩევნები“.

როგორც „როიტერი“ წერს, დაპირისპირება ჰქონდათ მმართველი კოალიციის წევრებთან.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდება.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სერბეთის მოქალაქეებთან ერთად მივაღწიოთ სამართლიანობას“, – განაცხადა ოპოზიციური გაერთიანება „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიროსლავ ალექსიჩმა.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს გამართულ არჩევნებში სერბეთის მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ კი მეორე ადგილი დაიკავა. „პროგრესული პარტია“ და მისი ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთს 2012 წლიდან მართავენ. ოპოზიციურმა ალიანსმა ბელგრადის საკრებულოს არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის სერიოზული დარღვევების შესახებ განაცხადა, ხოლო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, რის გამოც დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »