GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
საქართველოს პროკურატურაში ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსი დაიწყო
3
საქართველო / საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევროპის საბჭოს, HELP-ის პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსი, „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“ და ,,სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ დაიწყო.

ევროპის საბჭოსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა.

ორივე სასწავლო კურსი შემუშავებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ და მოიცავს საერთაშორისო ინსტრუმენტებს და სტანდარტებს, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებს, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის პროცესში.

HELP-ის სასწავლო კურსები ინტეგრირდა პროკურატურის ოჯახური და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების სპეციალიზაციის სასწავლო პროგრამებში. სასწავლო კურსები 3 თვის მანძილზე გაგრძელდება და მონაწილეობას საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული დანაყოფის 39 სპეციალიზებული პროკურორი მიიღებს, რომლებმაც სპეციალიზაციის პირველი ეტაპი 2023 წლის ბოლოს გაიარეს.

დისტანციურ სწავლებას ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტუტორები, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სალომე შენგელია და ქრისტინე მორგოშია გაუძღვებიან.

საქართველო ევროპის საბჭოს „HELP“-ის პლატფორმის წარმატებული ქვეყნების ათეულშია და აღნიშნულ პროცესში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში HELP-ის სასწავლო კურსების განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. პროკურატურაში 23 სასწავლო კურსი ჩატარდა, რომელშიც 334 თანამშრომელი მონაწილეობდა. HELP-ის სასწავლო კურსების ინტეგრირება პროკურორთა სპეციალიზაციისა და სხვადასხვა ტრენინგ მოდულებში აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »