ჩინეთში დიდთოვლობის გამო ავტომაგისტრალებზე მოძრაობა შეფერხებულია, გაუქმებულია ასობით მატარებლის მიმოსვლა, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სახელმწიფო მედიის ცნობით, დიდთოვლობის გამო, ვუჰანში მდებარე ტიანეს აეროპორტი დროებით დაიხურა.
ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ და ტრანსპორტის სამინისტრომ 11 პროვინციისა და მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერად 19,61 მილიონი დოლარი გამოყო.
ჩინეთის ეროვნული საგანგებო მაუწყებლის ცნობით, ქვეყანაში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეა მოსალოდნელი.