GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
კომუნიკაციების კომისია - ფიქსირებულ ინტერნეტზე ყველაზე დაბალი სიჩქარე რეგიონში საქართველოს აქვს, ჯამში კი, 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილზეა
4
საქართველო / საზოგადოება
ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest by Ookla Global Index) თანახმად, საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის 26.60 მბ/წმ სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

„ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის თანახმად, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 90.93 მბ/წმ, თითქმის 100 მბ/წმ-ია, როცა საქართველოში 26.60 მბ/წმ-ია, რაც ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი ფასითაა გამოწვეული. რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე, კვლევის მიხედვით, 49.25 მბ/წმ-ია.

საქართველო ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მიხედვით ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორებიცაა: ბოსნია და ჰერცეგოვინა – 28.03 მბ/წმ, ინდონეზია – 27.87 მბ/წმ, მაროკო – 27.59 მბ/წმ, ბუტანი – 26.75 მბ/წმ, ტაჯიკეთი – 26.35 მბ/წმ, ლესოთო – 25.37 მბ/წმ, ბენინი – 23.18 მბ/წმ, დასავლეთ საჰარა – 22.96 მბ/წმ და ჯიბუტი – 22.64 მბ/წმ. რაც შეეხება რეგიონს, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით ჩამორჩება როგორც რუსეთს (58-ე ადგილი – 85.15 მბ/წმ.), სომხეთს (96-ე ადგილი – 49.86 მბ/წმ), ისე თურქეთს (109-ე ადგილი – 39.78 მბ/წმ) და აზერბაიჯანს (115-ე ადგილი – 35.25 მბ/წმ).

კვლევის მიხედვით, ფიქსირებულ ინტერნეტზე მაღალი სიჩქარით პირველ სამეულში სინგაპური (270.62 მბ/წმ.), ჰონგ კონგი (266.63 მბ/წმ.) და მონაკო (264.97 მბ/წმ.) არიან, ხოლო მობილურ ინტერნეტზე ყველაზე მაღალი სიჩქარე გაერთიანებულ საამიროებს (303.21 მბ/წმ.), კატარს (244.44 მბ/წმ) და კუვეიტს (183.83 მბ/წმ.) აქვთ.

რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით, ექვსი საფეხურით გაუმჯობესდა და 146 ქვეყნიდან 37.78 მბ/წამიანი მობილური ინტერნეტის სიჩქარით 66-ე ადგილი დაიკავა.

მობილური ინტერნეტის სიჩქარის კუთხით, საქართველო ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორებიცაა: ბოტსვანა – 40.61 მბ/წმ, ისრაელი – 40.56 მბ/წმ, მავრიტანია – 40.19 მბ/წმ, ჩილე – 37.65 მბ/წმ, მაროკო – 37.56 მბ/წმ, თურქეთი – 36.10 მბ/წმ, უგანდა – 35.14 მბ/წმ, ყაზახეთი – 35.07 მბ/წმ, მოლდოვა 34.75 მბ/წმ სიჩქარით. მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანს (59-ე ადგილი, 43.80 მბ/წმ.) ჩამორჩება, ხოლო თურქეთს (69-ე ადგილი – 36.10 მბ/წმ), სომხეთს (92-ე ადგილი – 26.43 მბ/წმ.) და რუსეთს (99-ე ადგილი – 24.47 მბ/წმ.) ასწრებს“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »