GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ლაშა დვალმა კვიპროსის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი გაიტანა
4
მსოფლიო / სპორტი
საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი შედეგიან თამაშს განაგრძობს – აპოელ-ის ქართველმა ლეგიონერმა კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურის საშინაო შეხვედრაში აეკ-ს გაუტანა, მაგრამ აპოელ-ი ამჯერად ქულას დასჯერდა – 2:2.

ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია ნიქოზიელების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. დვალმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა – მისი თავურის შემდეგ ბურთი აეკ-ის მოთამაშეს შეეხო და კარში აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში ქვილითაიამ თანაგუნდელი, ლუკას ვილაფანესი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ არგენტინელმა შემტევმა შანსით ვერ ისარგებლა.

აპოელ-მა კიდევ რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, 76-ე წუთზე კი აეკ-მა ანგარიში გაათანაბრა. 82-ე წუთზე რადოსლავ პეტროვიჩმა მასპინძლები მეორედ დააწინაურა, მაგრამ ოთხ წუთში ლარნაკელების არგენტინელმა მცველმა, ფასუნდო სანჩესმა ანგარიში კიდევ ერთელ გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

23 ტურის შემდეგ კვიროსის ჩემპიონატს 52 ქულით აპოელ-ი ლიდერობს, მეორეადგილოსან „არისს“ ხუთი ქულით ასწრებს, ხოლო აეკ-ს – ექვსით. რაც შეეხება ლაშა დვალს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბოლო ოთხ ტურში სამი გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »