დავით ტყებუჩავა სეზონის ბოლო სერია A-ს ტურნირის გამარჯვებულია
24-26 ნოემბერს პორტუგალიის ქალაქ მატოსინხოსში მსოფლიოს კარატეს ფედერაციის (WKF) 2023 წლის სეზონის ბოლო სერია A ჩატარდა. შეჯიბრებაში 71 ქვეყნის 1000 სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველო ასპარეზობაში მონაწილეობდა ხუთი ვაჟი სპორტსმენით. ესენი არიან: დავით ტყებუჩავა (60 კგ), ლევან დონაძე (60 კგ), ჯემალ მიქელაძე (60 კგ), ლუკა ვასაძე (84 კგ), მერაბ გელაშვილი (+84 კგ).
დავით ტყებუჩავამ ბრწყინვალედ იასპარეზა და სამშობლოში ოქროს მედლით ბრუნდება. მან შვიდი ურთულესი ორთაბრძოლა ჩაატარა და 96 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ლუკა ვასაძემ ხუთი ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ჯგუფის ფინალში ფრანგ სპორტსმენთან სამი ქულით დამარცხდა და 96 სპორტსმენს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.
დავით ტყებუჩავა და ლუკა ვასაძე ამ შეჯიბრებაში წარმატებით მონაწილეობის შემდეგ მსოფლიოს კარატეს ფედერაციის სარეიტინგო ცხრილში 32 მოწინავე სპორტსმენს შორის არიან და მათ პრემიერ-ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. მერაბ გელაშვილმა პირველი წრე წარმატებით გადალახა, მაგრამ მეორე წრეში გერმანელ სპორტსმენთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ჯემალ მიქელაძემ და ლევან დონაძემ, სამწუხაროდ, პირველი წრე ვერ გადალახეს.
საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდნენ მწვრთნელები გოგიტა არქანია და ირაკლი ტყებუჩავა.
აღსანიშნავია, რომ ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე თათია მელუა შერჩეული იყო ტატამის მენეჯერად. ამ შეჯიბრების შემდეგ მისმა რეიტინგმა ერთი საფეხურით აიწია და ის უკვე მსოფლიოს საუკეთესო მსაჯთა სამეულშია.