GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
„ბლუმბერგი“ - ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს სხდომას, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო
4
მსოფლიო / პოლიტიკა
ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს სხდომას, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მმართველი პარტიის, „ფიდესის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდნენ. ამრიგად შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა, სულ მცირე, 26 თებერვლამდე გადაიდო. სწორედ ამ დროს დაბრუნდებიან უნგრელი პარლამენტარები ზამთრის არდადეგებიდან.

ცნობისთვის, უნგრეთი ნატო-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი არ დაუმტკიცებია.

მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა პარლამენტში ამ საკითხის განხილვამდე, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს უნგრეთში ჩასვლა შესთავაზა. ამ პოზიციას დაეთანხმნენ უნგრეთის მმართველი პარტიის წევრი დეპუტატებიც.

თავის მხრივ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მისთვის უმჯობესია, თუ ის უნგრეთში მას შემდეგ ჩავა, რაც ამ ქვეყნის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაამტკიცებს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »