GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ზურაბ აზარაშვილი - გასული ორი წლის განმავლობაში რეფორმების მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება
1
საქართველო / პოლიტიკა / საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ აზარაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

ზურაბ აზარაშვილმა მინისტრობის ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„გასული ორი წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გატარებული რეფორმის მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება, რათა მეტ პაციენტს მიეღო ხარისხიანი სერვისი მინიმალური თანაგადახდით ან სრულიად უფასოდ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ არსებობის 11 წლის განმავლობაში მოსახლეობის 95%-ისთვის აუცილებელ მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. ამოქმედდა DRG დაფინანსების მოდელი, რამაც პაციენტის თანაგადახდა მნიშვნელოვნად შეამცირა.

„ჰოსპიტალური სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმების დანერგვამ, გარდა იმისა, რომ გაზარდა სისტემის გამჭვირვალობა და გაამარტივა პროგრამის ადმინისტრირება, შექმნა პაციენტებისთვის ფინანსური დაცულობის მდგრადი პირობები. DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, საშუალოდ, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. DRG მოდელის გაფართოების შედეგად, 2023 წლის ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები გათანაბრდა და 1 222 ლარით განისაზღვრა. დაფინანსება მოიცავს ექიმის აყვანის, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. რეფორმის შედეგად პაციენტს თანხის გადახდა არ უწევს და ასევე, საჭიროებისას, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ახალშობილის რეანიმაციული სერვისის დაფინანსებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »