ახლა დადგა დრო, პრეზიდენტმა ბაიდენმა გააცნობიეროს რეალობა, რომ ირანის დაშოშმინების მისი პოლიტიკა ჩავარდა, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.
პალატის სპიკერის თქმით, სამი ამერიკელი ჯარისკაცის მკვლელობა ცხად და ძალისმიერ პასუხს მოითხოვდა, ბაიდენის ადმინისტრაცია კი, კვირის განმავლობაში აცნობდა მსოფლიოს, მათ შორის ირანს, აშშ-ის მოსალოდნელ პასუხს.
მაიკ ჯონსონის განცხადებით, ოქტომბრის შემდეგ რეგიონში აშშ-ის სამხედროებს 150-ჯერ დაესხნენ თავს და დროა, ბაიდენის ადმინისტრაციამ აღიაროს, რომ ირანის დაშოშმინების სტრატეგია კატასტროფული შედეგების მომტანია საერთაშორისო საზოგადოებისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის.