GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
„საქპატენტის“ თავმჯდომარე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს შეხვდა
1
საქართველო / პოლიტიკა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე მიუნხენში ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტს, ანტონიო კამპინოსს შეხვდა.

მიმდინარე წლის 15 იანვარს, ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საპატენტო უწყებების ხელმძღვანელთა დონეზე ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.

სოსო გიორგაძემ ანტონიო კამპინოსს ვალიდაციის რთულ და დინამიკურ პროცესში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვალიდაციის შეთანხმება ორმხრივად სასარგებლოა, რადგან ევროპულ საპატენტო სივრცეს საქართველოს სახით ემატება 45-ე ქვეყანა – რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკით, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის თანამედროვე და ეფექტიანი სისტემა აქვს. თავის მხრივ, საქართველოსთვის კი, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ერთი თვის წინ მიენიჭა, ვალიდაციის ძალაში შესვლა ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მოლოდინი, რომ „უფრო მეტად დაჩქარდება ევროპის საპატენტო კონვენციასთან საქართველოს მიერთების პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო გახდება ევროპის საპატენტო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი“.

აღსანიშნავია, რომ ვალიდაციის შეთანხმება მოიცავს EPO-სა და „საქპატენტის“ ყოველდღიურ თანამშრომლობას უშუალოდ იმ განცხადებებზე, რომლებიც ვალიდაციის ფარგლებში შემოვა განსახილველად, რაც, ბუნებრივია, საექსპერტო თუ ტექნიკურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას მოითხოვს“.

შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მხრიდან სერვისების მიწოდება საერთო, ერთიანი სტანდარტებით მოხდება, რისთვისაც „საქპატენტმა“ უკვე გაატარა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა – ცვლილებები შევიდა საპატენტო კანონში, გაუმჯობესდა და EPO-ს სისტემებთან თავსებადი გახდა ელექტრონული სისტემები. ასევე აღინიშნა, რომ ექსპერტთა კვალიფიკაციის ამაღლება და გაუმჯობესება „საქპატენტის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობაზეც. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმების გაძლიერება, ახალი სერვისების დანერგვა და სასწავლო მიმართულების გაძლიერება ის პრიორიტეტებია, რომლებზეც მხარეებმა იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა, აგრეთვე, პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის გაძლიერებაზე – რეფორმა უკვე დაწყებულია და შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. შეხვედრის დასასრულს ანტონიო კამპინოსმა ქართველ კოლეგას ურყევი მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე საერთო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც ოფიციალური შეთანხმებით გაფორმდება.

სოსო გიორგაძე, გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსთან, მერაბ კუციასთან ერთად, EPO-ს ოპტიკის დირექტორატს ეწვია. დელეგაციის წევრებს ოპტიკის განყოფილების დირექტორმა, გარეტ ლორდმა უმასპინძლა და დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

ინფორმაციას საქპატენტის პრესსამსახური ავრცელებს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »