„დინამო თბილისი“ ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება. გუნდში სინჯებზეა 25 წლის ნიგერიელი მცველი ჯოშუა აკპუჯე, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ფეხბურთელი თბილისურ კლუბს ჩრდილოეთ მაკედონიის „სტრუგიდან“ შეუერთდა. აკპუჯემ კარიერა 2017 წელს ნიგერიის ქალაქ ლაგოსის კლუბში, მფმ-ში დაიწყო, რომელიც პირველ დივიზიონში გამოდიოდა.
2020 წლიდან ლატვიის უმაღლესი ლიგის „დაუგავპილსში“ თამაშობდა, 2022 წლის დასაწყისში ჯერ ლიეტუვის A ლიგის „პანევეჟისში“ ჩაირიცხა, ზაფხულში კი ჩეხეთის „იაბლონეცის“ ფეხბურთელი გახდა, სადაც ავსტრიულ „ტიროლთან“ ამხანაგური მატჩი ითამაშა და „სტრუგაში“ გადავიდა, მაგრამ არ უთამაშია.
„დინამო თბილისი“ 3 თებერვალს ამხანაგურ მატჩს გამართავს ლუჰანსკის „ზორიასთან“, რომელშიც, შესაძლოა, ნიგერიელმა მცველმაც ითამაშოს. შეკრების შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, დარჩება თუ არა აკპუჯე „დინამო თბილისში“.