ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდირება მოახდინეს.
უწყების ინფორმაციით, ახლა ისინი ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში თავდასხმებზე არიან კონცენტრირებული.
„ჯარებმა ჩაატარეს მიზანმიმართული რეიდები სხვადასხვა ტერორისტულ ობიექტებსა და სამხედრო შენაერთებზე, რომლებშიც ყუმბარები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა იყო აღმოჩენილი“, – აღნიშნულია თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც თავდაცვის ძალებში განმარტეს, საჰაერო ძალებმა ასევე დაარტყეს „სამხედრო შენაერთებს, რომლებშიც ტერორისტები მოქმედებდნენ.“