GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
დევით ქემერონი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიაროს
5
მსოფლიო / პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს შეუძლია, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ოფიციალურად აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ისე, რომ არ დაელოდოს, რა შედეგს მოიტანს ისრაელსა და პალესტინას შორის მრავალწლიანი მოლაპარაკება ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ქემერონმა განაცხადა ლიბანში ვიზიტისას, სადაც რეგიონული დაძაბულობის შემცირების მიზნით იმყოფებოდა.

ბრიტანელი დიპლომატის განცხადებით, აღიარების პროცესი ვერ მოხდება მაშინ, როცა „ჰამასი“ ღაზაშია, თუმცა შესაძლოა, განხორციელდეს იქამდე, ვიდრე პალესტინელ ლიდერებთან ისრაელის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ქემერონის თქმით, იმისთვის, რომ დიდმა ბრიტანეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, „ჰამასმა“ უნდა დატოვოს ღაზა.

„არ შეიძლება, არსებობდეს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, როდესაც ღაზა ისევ კონტროლირდება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 7 ოქტომბერზე. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ პალესტინელ ხალხს მივცეთ ჰორიზონტი უკეთესი მომავლისკენ, საკუთარი სახელმწიფოს მომავლისკენ“, – განახადა ქემერონმა.

მისივე თქმით, ეს პერსპექტივა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

დევით ქემერონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს გეგმა ლიბან-ისრაელის საზღვარზე არსებული დაძაბულობის განსამუხტად. გეგმა მოიცავს ლიბანის არმიის ძალების წვრთნას, რათა შეძლონ სამუშაოების განხორციელება სასაზღვრო რეგიონში მეტი უსაფრთხოებისთვის.

როგორც მედია წერს, ბრიტანეთმა, აშშ-მა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს დამოუკიდებელი პალესტინის იდეას, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის შემდეგ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეას არ ეთანხმება.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »