GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
უნგრული მედია - ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპაში ძალთა ბალანსს დაარღვევს და აშშ-ის რეგიონში უფრო მძლავრ გავლენას მოაპოვებინებს
4
მსოფლიო / პოლიტიკა
ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპაში ძალთა ბალანსს დაარღვევს და აშშ-ის რეგიონში უფრო მძლავრ გავლენას მოაპოვებინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ეს მოსაზრება 2023 წელს ქვეყნის პარლამენტში გამართული დახურული შეხვედრის დროს გამოთქვა.

გამოცემა „ტელექსის“ ცნობით, გეოპოლიტიკურ რისკებზე საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წარმოშობს „ძალის ახალ ცენტრს, რომელშიც აშშ იქნება დომინანტი როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, „ძალის ახალ ცენტრში“ შევლენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, პოლონეთი, უკრაინა და რუმინეთი.

ამასთან, ორბანმა ამავე შეხვედრაზე არ გამორიცხა, რომ ე.წ. ფერადი რევოლუცია ბელარუსში ჯერ კიდევ შეიძლება, მოხდეს, რაც აშშ-ს ევროპაში კიდევ უფრო დიდი გავლენას მოუტანს. ორბანის აზრით, ეს ყველაფერი ევროკავშირში გერმანიისა და საფრანგეთის დომინირებას საფრთხეს შეუქმნის.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »