GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
„საზოგადოება და ბანკები“ - 184 391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება
2
საქართველო / საზოგადოება
„საზოგადოებამ და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი ცხრა პროცენტამდე შეამცირა. შესაბამისად, სესხზე ყოველთვიური შენატანი 190,000-მდე მსესხებელს შეუმცირდება. 184,391 ხელშეკრულებიდან უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული: შინამეურნეობებზე – 7.1 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე – 5.4 მლრდ. ლარის (43%).

„საზოგადოებისა და ბანკების“ მონაცემებით, დღესდღეობით ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნესსესხებია გაცემული – 6.5 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა – 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო სამომხმარებლო სესხების 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+33%, 1-ელი დეკემბერი), ბიზნესსესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი შესაბამისად 8 და 13%-ით გაიზარდა ანალოგიურ პერიოდში. ბიზნესსესხის საშუალო მოცულობა – 199,898 ლარს, იპოთეკურის – 52,210 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 22,124 ლარს შეადგენს. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 17%-ით გაიზარდა და, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 29 მლრდ. ლარს მიაღწია. აღნიშნული მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2023 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს, 24%-ს.

„საზოგადოებისა და ბანკების“ მონაცემებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს. 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც, დაახლოებით, 0.6%-ით ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%).

წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული და დეკემბრის თვეში 0.4% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. ანალოგიურ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 11%-იდან 9.5%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო მაისის თვიდან.

„საზოგადოებისა და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ინფლაციის მკვეთრ შემცირებასთან, თუმცა მიიჩნევენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენცია ზედმეტად ფრთხილი იყო წინა პერიოდში და ეროვნულ ბანკს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა გასული წლის ბოლოდან მოუწია. რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ცვლილება 2024 წელს ინფლაციის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »