საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს, ,,კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” ლიდერები, მხარდამჭერები და მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი ბექა ვარდოსანიძეს მხარდაჭერას უცხადებენ და აცხადებენ, რომ ბრალდება აბსურდულია.
შეგახსენებთ, კონტრტერორისტული სამსახურის წარმომადგენლებმა ბლოგერ ბექა ვარდოსანიძის სახლი დღეს დილით გაჩხრიკეს. აღნიშნულის მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება დაასახელა. პოლიციამ ვარდოსანიძის სახლიდან ტექნიკა გაიტანა, თავად ბლოგერი კი სუს-ში გამოკითხვაზე წაიყვანა.
ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია ,,იმედმა” გამოაქვეყნა ტექსტი, რომელიც, მათი თქმით, ბექა ვარდოსანიძემ სხვადასხვა დაწესებულებას გაუგზავნა. ტექსტის მიხედვით, ბლოგერი ასახელებს საკუთარ სახელსა და გვარს და ამბობს, რომ თავისუფლების მოედანი დანაღმა. ,,კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” ლიდერთა თქმით, ტექსტის სერიოზულად აღქმაც კი არ შეიძლება.