GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი ღვინო „ვაზისუბნის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
5
საქართველო / საზოგადოება
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი ღვინო „ვაზისუბნის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული 1978 წელს, წინანდლისა და გურჯაანის ღვინის ქარხნების სპეციალისტებმა ახალი სამარკო თეთრი მშრალი ევროპული ტიპის ღვინო „ვაზისუბანი“ დაამზადეს.

„მეოცე საუკუნის ბოლოს, ჯერ კიდევ იუნესკო-ს მიერ ღვინის სამშობლოდ აღიარებამდე, საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყანას, უკვე ჰქონდა საკუთარი ადგილი მსოფლიო რუკაზე. ღვინის კონკრეტული სახეობები უკვე გადიოდა ექსპორტზე, ქართული ღვინო წარმატებით იმარჯვებდა საერთაშორისო გამოფენებზე. ღვინის ისტორიას ამყარებდა საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა მოვლენა, მოგზაურთა და მკვლევართა შეფასებები, ფაქტები იმისა, რომ უძველესი დროიდან ქართული ღვინო წარმატებით იყიდებოდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებში, გადიოდა აღმოსავლურ და ევროპულ ბაზრებზე და, ქართული ღვინის ჭაჭაზე დადუღება-დავარგების წყალობით, ევროპულ ღვინოებთან შედარებით, ქართული (და განსაკუთრებით კახური) ღვინო ორჯერ უფრო მეტად იყო დახუნძლული სასარგებლო თვისებებით.

ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, საბჭოთა სისტემა დამატებით ითხოვდა ქარხნების გააქტიურებულ მუშაობას და ახალ-ახალი სახეობის ღვინის შექმნას. მთავარი არგუმენტი, რაც საბჭოთა მმართველობას ჰქონდა, ეს იყო გაზრდილი მოთხოვნა. სუფრის ღვინის მარაგი წლიდან წლამდე უფრო მეტი იყო საჭირო. ქართული ღვინო ამარაგებდა მთელ საბჭოთა კავშირს და, როგორც ცნობილია, ასეთ დროს მაღალ ხარისხთან ერთად რაოდენობაც იყო მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მეთოდით, შეკვეთით შეიქმნა ღვინო „ვაზისუბანი“ – 1978 წელს, წინანდლისა და გურჯაანის ღვინის ქარხნების სპეციალისტებმა დაამზადეს ახალი სამარკო თეთრი მშრალი ევროპული ტიპის ღვინო „ვაზისუბანი“. „ვაზისუბანს“ აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა. უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი და დახვეწილი გემო, გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, მინდვრის ყვავილების ტონებით და დავარგების დროს განვითარებული ხილის ტონების ბუკეტით. „ვაზისუბნის“ ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს. ყურძენი, რომლითაც „ვაზისუბანი“ მზადდება, აუცილებლად უნდა იყოს მოწეული კონკრეტულ მიკროზონაში. მის არეალს შეადგენს შემდეგი სოფლები: ვაზისუბანი, კალაური, შაშიანი და ვაჩნაძიანი. რაც შეეხება ვაზის ჯიშს, გამოიყენება მხოლოდ რქაწითელი და დასაშვებია მხოლოდ 15%-იანი მინარევი კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან. ყველა შემთხვევაში, ორივე ჯიშის ყურძნის ვენახები არ უნდა გადიოდეს „ვაზისუბნის“ მიკროზონის ფარგლებს გარეთ.

საინტერესოა კლიმატი და ნიადაგი, რაც ამ სოფლების ყურძნის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს. ვაზისუბნის მხარეს აქვს ზომიერად ნოტიო ჰავა, ცხელი ზაფხული, საშუალოდ ცივი ზამთარი და ნალექის ორმაგი მსვლელობა მთელი წლის განმავლობაში. მიწის საფარი კი არის ყავისფერი მდელოებით სავსე, მრავალგვარი მექანიკური შემადგენლობით და გომბორის მთის ზედა სარტყლისთვის დამახასიათებელი ტყის ყავისფერი ნიადაგებით.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ვაზისუბანი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“, – აღნიშნულია სტატიაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »