GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
საქალაქო სასამართლოში სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბათუმის ოქროს ბირჟის თანამშრომლები იკითხებიან, ჯაბა შარაძის ჩვენებით, შავაძეს 12-მდე სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა
4
საზოგადოება / საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლის 16 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული მაღალჩინოსნებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე იკითხებიან ბათუმში მდებარე ოქროს ბირჟის თანამშრომლები.

როგორც ოქროს ბირჟის თანამშრომელმა, ჯაბა შარაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, შეიარაღებული სპეცრაზმელების გამოჩენა აგვისტოს ომის გაგრძელება ეგონა. შარაძის ჩვენებით, შავაძეს 5-10 წუთის განმავლობაში 10-12 სპეცრაზმელი ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა და უგონო მდგომარეობაში ავტომანქანაში ჩასვეს.

დღესვე, ოქროს ბირჟის თანამშრომლების გარდა, რომლებიც შავაძეზე თავდასხმის დეტალებზე იკითხებიან, სასამართლოს ჩვენებას მისცემენ შავაძის კოლეგები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ 2023 წლის 28 ივლისს დაიწყო.

შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა 29 ივლისს შეეფარდა.

„ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აცხადებენ პროკურატურაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »