ლატვიის ფინანსური ასოციაციის (FLA) მიერ შეკრებილი მონაცემების თანახმად, გასულ წელს, თაღლითებმა ლატვიის ოთხი უმსხვილესი კომერციული ბანკის კლიენტები 12,7 მილიონი ევროთი აზარალეს, ხოლო თაღლითური სქემების დროულად გამოვლენის შედეგად, 9,2 მილიონი ევროს ოდენობის თანხა პოტენციურ დაკარგვას გადაურჩა.
გასულ წელს, ლატვიაში, ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობის გზით, უკანონოდ მოპოვებულია 5,6 მილიონ ევროზე მეტი, ხოლო სატელეფონო თაღლითობის გზით, თითქმის იგივე ოდენობის თანხა - 5,5 მილიონი ევრო.
ეს სტატისტიკა მხოლოდ იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც მომხმარებლები თავად დათანხმდნენ საკუთარი ანგარიშებიდან თანხის გადახდას. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით სწრაფად საინსვესტიციო თაღლითობის შემთხვევების რაოდენობა მატულობს - 2023 წელს მათი რიცხვი, წინა წელთან შედარებით, 84%-ით გაიზარდა.
ამავდროულად, იზრდება თაღლითობის აღკვეთის შემთხვევების წილიც: 2023 წელს 64%-ით მეტი თაღლითობის მცდელობა განეიტრალდა, ვიდრე 2022 წელს. ლატვიის ფინანსური ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ უფრო ხშირად ხდება ინვესტიციების თაღლითობის შემთხვევების პრევენცია, რაც სტატისტიკითაც დასტურდება - ფინანსურმა სექტორმა, პოლიციასთან ერთად, 5,3 მილიონი ევროს ღირებულების თაღლითური საქმეების პრევენცია მოახერხა. სატელეფონო თაღლითობის შემთხვევების პრევენცია უფრო რთულია, ხოლო აცილებული შემთხვევების რაოდენობაც (ფულადი თვალსაზრისით), შესაბამისად, ნაკლებია და „მხოლოდ“ 3,3 მილიონ ევროს შეადგენს.
FLA მიიჩნევს, რომ თაღლითებთან ბრძოლა ბევრად უფრო ფართო მასშტაბით, ასევე თითოეულ მონაწილე მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით უნდა განხორციელდეს. მაგალითად, სასურველი იქნება იმ სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მეტი ჩართულობა, რომელთა მომსახურებას კრიმინალები ხშირად ტელეფონის ნომრებისა და ვებსაიტების გასაყალბებლად იყენებენ.
„ფინანსური თაღლითობა ამჟამად ყველა განვითარებული ქვეყნის პრობლემაა და ამ მხრივ, არც ლატვიაა გამონაკლისი. შეიძლება ითქვას, რომ თაღლითობის მასშტაბებმა კრიზისულ დონეს მიაღწია და აქედან მარტივი გამოსავალი არ არსებობს.
„ბანკები, უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, მუდმივად ახორციელებენ ინვესტიციებს, რაც ხელს უშლის თაღლითობის სხვადასხვა მცდელობების წარმატებით დაგვირგვინებას, მაგრამ ამის მიუხედავად, ფულის დაბრუნება ყოველთვის არ არის შესაძლებელი“, - აცხადებს ლატვიის საფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, სანიტა ბაიარე.
ამიტომ, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ დაუშვებელია პირადი და საბანკო მონაცემების მესამე პირებისთვის გაზიარება. „თუ ვინმე ამის გაკეთებას გთხოვთ, სჯობს მრავალჯერ გაანალიზოთ, რატომ და რა მიზნით ითხოვს ამას. ამჟამად, სხვადასხვა ტექნოლოგიის საშუალებით, შესაძლებელია ცნობილი ადამიანების ხმების იმიტაცია და ზარების შენიღბვა. ამიტომ, უკეთესია მათთან საუბრის და კონტაქტის შეწყვეტა, რათა თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ“, - გვირჩევს ბაიარე.