GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
პარლამენტმა ახალი პრემიერი და მთავრობის შემადგენლობა პრემიერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს
2
საქართველო / პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერსა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა პრემიერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს.

კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.

პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან, ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა.

პარლამენტის კომიტეტები, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, და ფრაქციები განიხილავენ საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს.

რეგლამენტის შესაბამისად, ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის გამართვა ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით. კომიტეტის დასკვნა მიიღება მის სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით (15.11.2023. №3665).

პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე პარლამენტის ბიუროს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ საქართველოს მთავრობამ საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ მიიღო ნდობა, პარლამენტი ამ ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ მუხლით დადგენილი წესით, ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას.

ერთზე მეტი პრემიერმინისტრობის კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, პარლამენტი განიხილავს პრემიერმინისტრობის იმ კანდიდატს, რომელიც პარლამენტის უფრო მეტმა წევრმა წარადგინა, ხოლო წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში − იმ კანდიდატს, რომელიც უფრო ადრე იქნა წარდგენილი. თუ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს ან იმ კვირას, როდესაც პლენარული სხდომები არ იმართება, რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ღარიბაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »