GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
რაგბი | ორი ქართველის სამი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში
11
სპორტი / საფრანგეთი
გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) მე-18 ტურის მატჩები, რომელშიც ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს მონაწილეობა და წარმატებით ითამაშეს.

„ვალანსმა“ საკუთრ მოედანზე „გრენობლს“ უმასპინძლა და 30:21 დაამარცხა, რაშიც მნიშვნელოვაი წვლილი ახალგაზრდა ქართველმა მესამეხაზელმა, იოანე იაშაღაშვილმა შეიტანა, რომელმაც ამ შეხვედრაში ორი ლელოს დადება მოახერხა. ამ მოგების შემდეგ „ვალანსი“ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში 34 ქულით მე-13 ადგილზეა.

ეს მიმდინარე სეზონში 23 წლის იაშაღაშვილის მეოთხე ლელოა.

ამავე ტურში „ორიაკმა“ „მონ დე მარსანს“ უმასპინძლა. „ორიაკის“ სასტარტო შემადგენლობაში სამი ქართველი მორაგბე იყო – ლუკა ნიორაძე, გიორგი ქართველიშვილი და მიხეილ ალანია, ბექა შვანგირაძე კი შეხვედრაში 42-ე წუთიდან ჩაერთო და ქართველმა მესამეხაზელმა სამ წუთში შეხვედრის ერთ-ერთი გადამწყვეტი ლელო დადო, რომლის შემდეგაც მისი გუნდი 15:14 დაწინაურდა, საბოლოოდ კი შეხვედრა 27:24 მოიგო.

„ორიაკმა“ 43 ქულა დააგროვა, მეშვიდე ადგილზეა და პლეი ოფის ზონაში მყოფ „ბრივს“ ორი ქულით ჩამორჩება.

21 წლის ბექა შვანგირაძემ მიმდინარე სეზონში მეოთხე ლელო დადო.






ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »