GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ჯანდაცვის სამინისტრო - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება
18
საქართველო
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, 16 სახის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის ოპერაციები შეუფერხებლად ტარდება.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები: პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა; სხვა გლაუკომა; ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები; ბადურის გახლეჩები ჩამოცლის გარეშე; პირველადი დახურულკუთხიანი გლაუკომა; ავადმყოფობების შემდგომი მეორადი გლაუკომა; ბადურის ჩამოცლა ბადურის გახევით; ტრამვული კატარაქტა; ბადურის ტრაქციული ჩამოცლა; სხვა ბადურის ჩამოცლა; მინისებრი სხეული პროლაპსი; რქოვანას წყლული; ბადურის სისხლჩაქცევები; ჩირქოვანი ენდოფთალმიტი; ეჭვი გლაუკომაზე; პოსტტრავმული მეორადი გლაუკომა.

საყურადღებოა, რომ შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურალო მედიკამენტებიც. რაც შეეხება კატარაქტას. უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არ საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დიაგნოზისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ გეგმური სახის ოპერაციები.

ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამები მუდმივად ფართოვდება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო დაფინანსებამ მაქსიმალურად მეტი დაავადება მოიცვას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »