GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი ლუკა შეროზია დაიმატა
3
სპორტი / საქართველო
წყალტუბოს ,,სამგურალი“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. პირველ ამხანაგურ შეხვედრას გუნდი 28 იანვარს გორის ,,დილასთან“ გამართავს.

ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებთანაც კონტრაქტები გაახანგრძლივეს და დაიმატეს. „სამგურალთან“ ხელშეკრულება ორი წლით გაახანგრძლივა 23 წლის მეკარემ, ნოდარ ყალიჩავამ, რომელიც გუნდში 2022 წლიდან თამაშობს.

წყალტუბოელებმა ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემტევი, თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი ლუკა შეროზია დაიმატეს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეროზია 19-წლამდელთა „ოქროს ლიგის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირია. გასულ წელს თბილისის „დინამო“ 2-ში ითამაშა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მოლდოვასთან სწორედ ლუკა შეროზიას დუბლით გაიმარჯვა (2:1) და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

ასევე, სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა 22 წლის ნახევარმცველთან, ირაკლი ჯანჯღავასთან, რომელიც მარტვილის „მერანის“ აღზრდილია.

მეკარე ლევან შოვნაძე კი ერთწლიანი იჯარით „გაგრაში“ ითამაშებს. ის „სამგურალის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »