საბა საზონოვის „ტორინომ“ სერია A-ში „კალიარისთან“ გასვლითი შეხვედრა 2:1 მოიგო და წაუგებელი თამაშების სერია ცხრა მატჩამდე გაზარდა. ამ წარმატებაში ქართველმა მცველმაც თავისი წვლილი შეიტანა.
იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩამდე ტურინელების მწვრთნელმა, ივან იურიჩმა დააანონსა, რომ ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველის დაყენებას აპირებდა, მაგრამ საზონოვი თავიდან სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.
„ტორინომ“ პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 23-ე წუთზე ფლანგური გადაცემა სტუმართა თავდამსხმელმა, დუვან ზაპატამ გამოიყენა, ხოლო 45+3-ე წუთზე „კალიარის“ კარი ნახევარმცველმა სამუელე რიჩიმ აიღო.
„კალიარი“ თამაშის გადარჩენას შეეცადა და 77-ე წუთზე ნიკოლას ვიოლას ეფექტური გოლით სხვაობა შეამცირა. დარჩენილი წუთები მასპინძლების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბა საზონოვი მოედანზე ამ დროს გამოჩნდა და სტუმრები სამჯერ ურთულეს ეპიზოდებში გადაარჩინა.
საბოლოოდ „ტორინო“ იტალიის სერია A-ში გამართული 22-ე ტურის შემდეგ 31 ქულით „ნაპოლის“ დაეწია და მე-10 ადგილზეა, ხოლო კონფერენს ლიგის ზონასთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.