GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ინდური გამოცემა Deccan Herald-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ წერს
3
კულტურა / საზოგადოება / მოგზაურობა / მსოფლიო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში პოპულარული ინდური გამოცემის Deccan Herald-ის ჟურნალისტმა, კალპანა სანდერმა იმოგზაურა. ჟურნალისტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და კულინარიის შესახებ რამდენიმე სტატია მოამზადა, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ჩაყვინთეთ საქართველოს დედაქალაქის სპა კულტურაში და თქვენ ტკივილებს მოიშორებთ. ნარიყალას ქვეშ მდებარე აბანოთუბანში ჰაერი ლაყე კვერცხის სუნითაა გაჯერებული, ბევრმა არ იცის თბილისის გოგირდის წყლების არსებობის შესახებ, რომელიც მიწისქვეშ მოედინება. სწორედ თერმული წყაროების არსებობის მიზეზით დაარსდა თბილისი. გეოთერმული წყაროები საქართველოს დედაქალაქის კულტურისა და იდენტობის სანუკვარ ნაწილად იქცა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე თბილისის გოგირდის წყაროები ქალაქის კულტურაში, მუსიკასა და პოეზიაში აისახა“, – წერს Deccan Herald-ის ჟურნალისტი და დეტალურად აღწერს თბილისის ისტორიას, ქალაქის უძველესს უბნებს, აბანოებსა და თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტს, რომელსაც ცნობილი ადამიანები, მათ შორის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი სტუმრობდა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »
TOP.GE