2024 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბოჭორიშვილს დიპლომატიურ სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.
"კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ მაკა ბოჭორიშვილს აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში. 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის თავის საქმიანობას ახორციელებდა ძალიან დიდი წარმატებით დიპლომატიურ სფეროში 1999 წლიდან 2020 წლამდე. როგორც მოგეხსენებათ 2020 წლიდან ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მისმა საქმიანობამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ჰქონდა კონკრეტული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მაკა ბოჭორიშვილის საქმიანობასაც. პროფესიით მაკა ბოჭორიშვილი არის იურისტი, მას ასევე დამთავრებული აქვს დიპლომატიური აკადემია, აქვს შესაბამისი განათლება, შესაბამისი გამოცდილება, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მინდა, წარმოგიდგინოთ მაკა ბოჭორიშვილი და მისი კანდიდატურა წარდგინება დღეს პარლამენტს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ- მინისტრმა მადლობა გადაუხადა ილია დარჩიაშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად წარდგენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად მაკა ბოჭორიშვილიც:
"პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი ირაკლი კობახიძეს და ქართული ოცნების გუნდს, ჩემ მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდთან ერთად ილია დარჩიაშვილს ურთულეს პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის!
საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება დღეს მოითხოვს განსაკუთრებულ გამბედაობას და იმავდროულად სიფრთხილესაც.
ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა საგარეო მიმართულების ხელმძღვანელობა, მითუმეტეს, მაშინ როდესაც ცხადად ვხედავთ, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენენ საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის საშინაო ცხოვრებაზე და პირიქით, როგორ ხდება ჩვენი შიდა საქმეების გამოყენება საგარეო პოლიტიკაში.
საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არასდროს ყოფილა მარტივი, დღეს ეს მოცემულობა კარგად აქვს გაცნობიერებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდ უმრავლესობას და ჩემი საქმიანობის ყოველი დღე და წუთი მიეძღვნება სწორედ ჩვენი ეროვნული, კონსტიტუციური ინტერესების დაცვას საერთაშორისო დონეზე."