GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად
10
სპორტი
ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.

როგორც ვიცით, ამ ზაფხულს მბაპე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა ფრანგული PSG-დან მადრიდის რეალში. ეს კი ნიშნავს, რომ ესპანურ კლუბს ერთი ცენტიც კი არ გადაუხდია ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გადაბირებაში. უბრალოდ, სამეფო კლუბში თამაში კილიანის სანუკვარი ოცნება იყო. სწორედ ამიტომ, 2023 წელს მან არ გააგრძელა კონტრაქტი პარიზელებთან და ამ ზაფხულს აიხდინა ბავშვობის დროინდელი ოცნება. მბაპე ყატარში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აპირებდა მადრიდში გადასვლას, მაგრამ მას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სთხოვა და ისიც კიდევ ერთი წელი დარჩა პარიზში. კონტრაქტის გაწყვეტით და მადრიდში გადასვლით კილიანმა მინიმუმ 200 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი მიაყენა PSG-ს. მაგრამ მან ესეც არ იკმარა და დამატებით კიდევ 55 მილიონი ევროს დავა მოუგო ყოფილ კლუბს პარიზის სასამართლში...
როგორც ვიცით, კილიანის უმცროსი ძმა, იტანიც PSG-ში თამაშობს. ამ გაზაფხულს, პარიზელთა რიგებში ჩატარებული ბოლო მატჩის წინ, გასახდელში ჩასულ კილიანს თავისი უმცროსი ძმა ატირებული დახვდა. ის მწვრთნელმა ბოლო წუთს ამოიღო მატჩის განაცხადიდან. ამ საქმეში კლუბის პრეზიდენტის, ყატარელი ნასერ ელ ხელაიფის ხელი ერია. კილიანს და ელ ხელაიფის დიდი შეხლაშემოხლა მოუვიდათ და ფეხბურთელმა ღიად დაადანაშაულა კლუბის პრეზიდენტი მის მიმართ მიზანმიმართულ შურისძიებაში...
ამ ერთი თვის წინ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების რიგებში, შვეციის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩატარებული მატჩის შემდეგ, ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა შვედი ლამაზმანი, რომელმაც კილიან მბაპე მის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. აღნიშნულმა ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და საკმაოდ დააზარალა ფრანგი ფეხბურთელის რეპუტაცია. ამ შემთხვევაშიც, მბაპე ირწმუნება, რომ ის უდანაშაულოა და ეს ბრალდებაც თავისი ყოფილი კლუბის პრეზიდენტის შეთითხნილია...
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ერთ არასასიამოვნო ამბავს სხვებიც დაემატა. ასე მაგალითად, მბაპე რეალში ჯერჯერობით ვერ გრძნობს თავს კომფორტულად. ის ბრაზილიელი ვინისიუსის ჩრდილში იმყოფება და ვერ ამართლებს მასზე დამყარებულ იმედებს. ლა ლიგაში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ ფრანგს სულ 4 გოლი აქვს გატანილი და სამი ასისტი შესრულებული. მას უსწრებს თანაგუნდელი ვინისიუსი (5+4) და განსაკუთრებით კი ბარსელონელი ლევანდოვსკი, რომელსაც უკვე 14 გოლი და 2 ასისტი დაუგროვდა. ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს კილიანი, აქ მას სამ ტურში 2 გოლი და 1 ასისტი აქვს, რაც ლიგაზე მხოლოდ 50-ე შედეგია. რაც შეეხება ოქროს ბურთის კონკურსს, ის იქ მხოლოდ მეექვსე იყო. მბაპეს გაუსწრეს თანაგუნდელებმა, ვინიმ, კარვახალმა და ბელინგემმა.
კილიანის თამაშით უკმაყოფილოა რეალის დამრიგებელი კარლო ანჩელოტი და მისი თანაგუნდელებიც, რომელთაც მიაჩნით, რომ ის არასაკმარისად ეხმარება დაცვას. ჩემი აზრით, პრობლემა იმაშია, რომ მბაპე არ არის ცენტრალური თავდამსხმელი და ის და ვინი ფაქტიურად ერთი პოზიციის მოთამაშეები არიან. აქედან გამომდინარე, კარლო ანჩელოტი ძალიან ცუდ დღეშია, რადგან გუნდი უკვე სერიოზულ კრიზისში იმყოფება. ამაზე მიუთითებს ბოლო ორი წაგება მადრიდში, ელ კლასიკოში ბარსასთან და ჩემპიონთა ლიგაზე მილანთან. ვთვლი რომ ერთერთმა, ან ვინიმ ან კილიანმა გუნდი უნდა დატოვოს. ამ ამბავთან დაკავშირებული ერთი ინფორმაცია უნდა გაგაცნოთ. ვინისიუსს იწვევენ საუდის არაბეთში და ჯერაც არ გაგონილ, ერთმილიარდიან კონტრაქტს სთავაზობენ...
საფეხბურთო წრეებში ვრცელდება ხმები, რომ მბაპეთი დაინტერესებულია მამარდას ლივერპული, რომელიც კილიანს სალაჰის შემცვლელად მოიაზრებს, დადგან მო (ეს ეგვიპტელის თიკუნია) ალბათ საუდის არაბეთში გადაბარგდება და იქ გააგრძელებს კარიერას. ბითლზების ქალაქის გუნდი მზადაა სუპერ ფრანგში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს. მეორეს მხრივ, ამბობენ, რომ სამეფო კლუბი, რომელიც უკმაყოფილოა მბაპეს თამაშით, მზადაა 200 მილიონი ევრო გადაიხადოს მანსიტის ნორვეგიელ ბომბარდირში, ერლინგ ჰოლანში. ალბათ ვერაფრით დაიჯერებთ, რომ ქალაქელები შეელევიან თავიანთ ბომბარდირს, მაგრამ ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის, რადგან სიტი შემჩნეულია ფინანსურ მაქინაციებში და ამის გამო შეიძლება ქვედა დივიზიონში, ჩემპიონშიპში დააქვეითონ. ამ შემთხვევაში კი პეპ გვარდიოლას გუნდი იძულებული გახდება დაემშვიდობოს ნორვეგიელს...


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »