ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
შანსი რომელიც უნდა გამოვიყენოთ!
პირველობაზე ფეხბურთში საქართველო დღეს ჯგუფური ეტაპის მეორე თამაშს ჩაატარებს. მატჩი შედგება ჰამბურგში, "ფოლკსპარკშტადი- ონ"-ზე და შუა ევროპის დროით 15-00 საათზე დაიწყება...
ჩვენი მეტოქე ჩეხეთის ნაკრებია, რომელიც ჩვენს პირველ მოწინააღმდეგეზე, თურქეთის ნაკრებზე უფრო ძლიერიცაა და უფრო გამოცდილიც. ჩეხეთისა და მისი ნაკრების ისტორია 90-ნი წლებიდან იღებს სათავეს, ისევე როგორც საქართველოსი. მანამდე მათ ქვეყანას ჩეხოსლოვაკია ეწოდებოდა. საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ ჩეხეთი ცალკე სახელმწიფო გახდა და ქვეყნის სპორტულმა წარმატებებმაც იმატეს. 1996 წელს ჩეხებმა მეორე ადგილი დაიკავეს ბებერი კონტინენტის პირველობაზე, ხოლო 2004 წელს-მესამე. ბევრ ჩვენგანს ახსოვს გამოჩენილი ჩეხი ფეხბურთელები, იან კოლერი, იან ბაროში, ტომაშ როსიცკი, კარელ პობორსკი, მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი მეკარე პიოტრ ჩეხი, თუ თავის დროზე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, ოქროს ბურთის მფლობელი, იუვენტუსის ლეგენდა, დაუღლელი პაველ ნედვედი...
მართალია დღეს ჩეხებს არ ჰყავთ ნედვედის კალიბრის მოთამაშეები, მაგრამ თავიანთი ტრადიციებით, გამოცდილებით, სათამაშო დისციპლინითა თუ სამაგალითო გუნდური სულისკვეთებით, ღირსეულ მოწინააღმდეგეს წარმოადგენენ ნებისმიერი ნაკრებისთვის. და მათ ეს უკვე დაამტკიცეს მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში, როცა მიუხედავად წაგებისა, დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს პორტუგალიის სუპერ გუნდს და ჩვენი ნაკრებისა არ იყოს, ერთ ქულას ნამდვილად იმსახურებდნენ...
ჩვენ პატარა და სულ ახალგაზრდა, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყანა ვართ. ამიტომაცაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყოველი წარმატება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს დღეს აქვს შანსი, გააგრძელოს თავისი წინსვლა და უდიდესი ბედნიერება და სამომავლო მოტივაცია მიანიჭოს ქართველ ერს.
ჩემი აზრით, დღეს სანიოლმა პირველ ნომრად უნდა ათამაშოს ბიჭები, რომელთაც ფსიქოლოგიური სტრესი წესით უკვე მოხსნილი უნდა ჰქონდეთ. დასაკარგი არაფერია, წარმატების შემთხვევაში კი, მწვრთნელსაც და ჩვენს ბიჭებსაც საკმაოდ დიდი დივიდენდი ელოდებათ...
წინ საქართველო, გამარჯვებისკენ!
მინაწერი:
როგორ ვნერვიულობთ ყველანი და ამავდროულად როგორი ბედნიერები ვართ. მიუხედავად მატჩის შედეგისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაა, მათი დიდი შრომისა და მონდომების ნაყოფია.
გვიყვარდეს ერთმანეთი, სიყვარულს ვერავინ დაამარცხებს...