სტრასბურგში ქართული ყველის საწარმო გაიხსნა
ჩვენი სტუმარი მეწარმე ლია კუხალეიშვილია.
-გამარჯობა ლია მადლობა რომ მონახე დრო ჩვენთვის.
-გაგიმარჯოს მადლობა რომ დაინტერესდით ჩემი საქმიანობით.
-ლია როდის გაგიჩნდა იდეა რომ გაგეკეთებინა ქართული ყველის საწარმო.
-ჩემი შვილი არის ჭადრაკში წარმატებული ბავშვი და როდესაც ჩემპიონები ტარდებოდა არ გამაჩნდა სახსრები რომ გამეშვა ჩემპიონატზე, საკმაოდ ძვირი ჯდება ყველა ჩემპიონატი რომელიც არ ფინანსდება ადგილობრივი მერიისგან.
ამიტომ გადავწყვიტე დამემზადებია ყველი და უბრალოდ გამეყიდა ქართველებში ეს იყო 2021 წელი. შემდეგ ძალიან მოეწონათ ჩემს მიერ დამზადებული ყველი და ხელი მივჰყავი ამ საქმიანობას. ჩემი შვილიც სულ გამარჯვებული ბრუნდებოდა და დიდი სტიმული იყო ჩემთვის. ექვსჯერ გახდა ალზასის ჩემპიონი.
-საიდან იცოდი ყველის დამზადება, არ არის მარტივი დაამზადო სულგული და შებოლილი სულგუნი.
-ჩემს ნათესავებს მოსკოვში აქვთ საწარმო სადაც ორი წლის მანძილზე ვმუშაობდი და შევისწავლე საკმაოდ კარგად დამზადების ტექნოლოგია და ვფიქრობ ამიტომაც გამომივიდა კარგი ყველი და დაიმსახურა ხალხში მოწონება.
-რამდენად ბევრი მომხმარებელი გყავს და სტრასბურგის გარდა მოთხოვნა თუ არის სხვა ქალაქებიდან?
-ჯერ დავიწყებ იქიდან რომ სანამ საწარმოს გავხსნიდი საკმაოდ დიდი გზა გავიარე, აქ არ არის მარტივი საწარმოს გახსნა. ამიტომ გავიარე სტაჟირებები, იყო ბევრი ეტაპები და შემდეგ უკვე მოვიპოვე უფლება რომ გამეხსნა საწარმო, საფრანგეთის ყველა ქალაქში ვგზავნი, ასევე მაღაზიებში არის განთავსებული ჩემი პროდუქტი, და ვამარაგებ ხუთ ქართულ რესტორანს ჯერ ამ ეტაპზე ვარ.
-უცხოელი მომხმარებელი თუ გყავს და ფრანგებს თუ დააგემოვნებიე ჩვენი ყველი?
-კი რა თქმა უნდა მყავს უცხოელი მომხმარებლები ძალიან მოსწონთ, მაქსიმალურად ვცდილობ გავაცნო ხალხს ქართული ყველი, იმერული, სულგუნი და შებოლილი სულგუნი. დიდ მოწონებას იმსახურებს ყოველთვის. ხარისხი მნიშვნელოვანია ჩემთვის.
-რა გეგმები გაქვს მომავალში საწარმოსთან დაკავშირებით
-რა თქმა უნდა გეგმები მაქვს, სხვა და სხვა სახეობებს დავამატებ და გავზრდი საწარმოს. გეგმაში მაქვს ეს რომელსაც უახლოეს მომავალში განვახორციელებ.
-წარმატებებს გისურვებთ
-ასევე თქვენც, დიდი მადლობა.
ჩვენს მკითველს კი შეუძლია დაუკავშირდეს მითითებულ ნომერზე და ასევე ფეისბუქ გვერდზე.
0783844446
ქართული ყველის საწარმო